Сообщения

მე 8დღე

დღევანდელი დღეს დავასრულე პროექტის გეგმის შაბლონში მუშაობა, ვისწავლე ბმულის დამატება,ტრენერის ბლოგის გაზიარება ,სურათის ატვირთვა. დიდი მადლობა ტრენერს,ძალიან საინტერესო და სახალისო იყო ტრენინგი,უამრავი რამ ვისწავლეთ,რომელიც დამეხმარება მუშაობაში.

7 დღე

ამ მოდულზე ვისწავლე სამოქმედო გეგმის შედგენა.გავაკეთეთ მოსწავლეთა პრეზენტაცია და მივიღეთ  უკუკავშირი ტრენერისაგან.ვისწავლეთ ელექტრონული კითხვარის  შედგენა,რომელიც შემიძლია ტესტების სახით გამოვიყენო მოსწავლეებთან.

მე-6 დღე

 დღევანდელ დღეს გავაანალიზე,თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე. ვისაუბრეთ და გავწერეთ შინაარსობრივი კრიტერიუმები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის. შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,შევქმენი სავარაუდო ნაშრომისთვის პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტი,დამხმარე მასალა აქტივობების ფორმა,რომელიც გამომადგება პროექტის დროს. ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.

მე-5 დღე

Изображение
  ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები თავისი ინსტრუმენტებით.

მე-3 დღე

დღევანდელ დღეს ვისწავლე როგორ განვსაზღვრო სტანდარტები და მისაღწევი შედეგები პროექტით სწავლებისთვის.ვისწავლე,თუ როგორ უნდა შევიმუშავო    მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები (ზოგადი,თემატური, შინაარსობრივი), ვისწავლეთ გაზიარება რომელსაც გამოვიყენებ პედაგოგებთანაც სხვადასხვა დოკუმენტების გაზიარებისას,სადაც შესაძლებელია კომენტარების გაკეთება.

მე-2 დღე

მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო დრრევანდელ დღეს მიღებული ინფორმაცია.ვისაუბრეთ ბლოპგის შექმნასა და დისკზე საქარალდის ატვირთვაზე,ონლაინ რეჟიმში მუშაობაზე.